ჩვენ სოციალურ ქსელებში

სერვისები

GPS სისტემით, ავტომობილის მფლობელს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება, მიიღოს დეტალური ინფორმაცია ვებ- პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია 24/7.

GPS სისტემით კონტროლდება:

  • ადგილმდებარეობა
  • საწვავის კონტროლი
  • მარშრუტი
  • სიჩქარე
  • გარბენი
  • მძღოლის იდენტიფიცირება
  • მძღოლის მოძრაობის კულტურა

ავტოპარკის საწვავის კონტროლის მიზნით, შეიქმნა საწვავის დონის მზომი, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც 'LIVE' რეჟიმში, ასევე 1 წლის განმავლობაში საწვავის პარამეტრებზე.

საწვავის დონის მზომი  სპეციალური ციფრული სენსორით შესაძლებელია შემდეგი  პარამეტრების კონტროლი :

  • საწვავის საწყისი დონე
  • შევსება
  • მოხმარება
  • ამოსხმა

ეკოდრაივინგი ის მძლავრი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც 20-30%-ით ამცირებს ავტოპარკის საექსპლოატაციო ხარჯს.

ეკოდრაივინგის მეშვეობით კონტროლდება:

  • მკვეთრი აჩქარება/შენელება
  • მკვეთრი მანევრი
  • სიჩქარის გადაჭარბება
  • ძრავის დატვირთვის კოეფიციენტი

GPS სისტემაში ინტეგრირებულია ანალიზის მოქნილი მოდული,რომლითაც შესაძლებელია ცალკეული სატრანსპორტო საშუალებისა და თემატურად შექმნილ ჯგუფებზე სრული ინფორმაციის მიღება.

ანგარიშების მორგება შესაძლებელია მომხმარებლის საქმიანობისა და საჭიროებების მიხედვით:

  • ზოგადი სტატისტიკა (საშუალო სიჩქარე, საშუალო წვა) 
  • რეისები
  • სიჩქარის გადაჭარბება
  • მძღოლის მოძრაობის კულტურა
  • მოძრაობის დრო
  • გაჩერება/პარკინგი

ავტოპარკის მენეჯერი მომხმარებელს უქმნის კომფორტს და ეხმარება ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, რათა მათი საქმიანობა უფრო მოქნილი და ნაყოფიერი გახდეს. გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში მენეჯერი ამოწმებს ავტოპარკის მუშაობის ხარისხს. იქმნება ანგარიშის შაბლონები, საქმიანობისა და მომხმარებლის სპეციფიკის გათვალისწინებით.

  • ამოწმებს ავტოპარკის გამართულად მუშაობას
  • ქმნის ანგარიშების შაბლონებს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით
  • მოთხოვნისამებრ, ავზში საწვავის შევსებისა და ამოღების შემთხვევებს აანალიზებს

მძღოლის იდენთიფიკატორი - აქსესუარი, რომელიც აწვდის ინფორმაციას, რომელ მანქანას, რომელი მძღოლი მართავს.

  • მძღოლის იდენთიფიკაცია რეალურ დროში
  • მძღოლის მუშაობის ისტორია
  • მუშაობის დაწყების და დასრულების დრო
  • დარღვევების იდენტიფიკაცია

ტემპერატურის მზომის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში კონტროლდება:

  • მანქანა-მაცივრების შიდა ტემპერატურა
  • მუშაობის დრო
  • მაცივრის მდგომარეობა
  • მაცივრის კარის გაღებისა და დაკეტვის ხანგრძლივობა

დისპეტჩერიზაცია არის პროგრამული შესაძლებლობა საშუალო და დიდი ავტოპარკის მფლობელი კომპანიებისათვის, რათა ეფექტურად მართონ საკუთარი ავტოპარკი და გაზარდონ თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობა.

  • სატრანსპორტო საშუალებების მიზნობრივი განაწილება მოთხოვნის მიხედვით
  • შეკვეთების პროგრამული დაფიქსირება
  • ავტოპარკის ეფექტური ექსპლოატაცია
  • ანგარიშების ამოღება სასურველი ფორმით

დისტანციურად გათიშვა ეს არის აქსესუარი,  რომლის საშუალებითაც, ავტომობილის არამიმზნობრივად გამოყენების შემთხებაში შესაძლებელია ძრავის გათიშვა, აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან. ძრავის გათიშვის შემდეგ მძღოლი ვეღარ შეძლებს ავტომობილის ადგილიდან დაძვრას.  მოწყობილობის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ ავტომობილზე.

სიახლეების გამოწერა
;