GEO ENG

სერვისები

სტატისტიკა

912

კორპორატიული კლიენტი

11850

ობიექტი

45

თანამშრომელი

ჩ ვ ე ნ

კომპანია GeoGPS მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, მრავალფუნქციურ GPS (Global Positioning System) სისტემას.

GPS სისტემა არის გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემა, რომელიც აკონტროლებს სატრანსპორტო, მობილური და სტაციონალური მოწყობილობების პარამეტრებს:

  • ლოკაციას
  • ძრავის მუშაობას
  • გარბენს
  • სიჩქარეს
  • მოძრაობის კულტურას
  • საწვავის მოცულობას ავზში, ჩასხმას, ამოსხმას, ხარჯსა და ნაშთს

კომპანია GeoGPS  2000 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ემსახურება სადისტრიბუციო, ლოჯისტიკურ, სასოფლო - სამეურნეო, საბანკო, სამშენებლო, ფიჭური კავშირგაბმულობის, საფოსტო, წყალმომარაგების, ენერგეტიკულ, სალიზინგო, სამაუწყებლო, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიებს და სხვა.

2011 წელს ჩვენი კომპანია გახდა GPS მონიტორინგის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფის, Gurtam-ის ოქროს პარტნიორი (Wialon Local-ის გავრცელების უფლება საქართველოში)  და GPS მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის Baltic Car Equipment-ის  წარმომადგენელი საქართველოში. ამ პროგრამით სარგებლობს მსოფლიოს 130 ქვეყანა და 1,7 მილიონზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა ჩართული. აქედან კომპანია GeoGPS 35-ე ადგილზეა ზრდის ტემპით და 1-ელ ადგილზე სხვადასხვა პარამეტრის  გათვალისწინებით:

  • მოსახლეობის რაოდენობა
  • გზების სიგრძე
  • მანქანების რაოდენობა
  • მშპ

GeoGPS  წარმატებით ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენებსა და კონფერენციებში. GeoGPS-ის გუნდი მუდმივად ეცნობა თანამედროვე ტენდენციებსა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიღწევებს, რათა დანერგოს ახალი პროდუქტები საქართველოში. დანერგილ თანამედროვე პროდუქტებს შორის არის სატრანსპორტო საშუალებების დისპეტჩერიზაციის მოდული, რომელიც შექმნილია კომპანია GeoGPS-ის პროგრამისტის მიერ,  განკუთვნილია საშუალო და დიდი ავტოპარკის მფლობელი კომპანიებისთვის. 7

კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისისა   და რეგიონულ ოფისებში24/7.

სრულად ნახვა >

როგორ მუშაობს სერვისი

ტრანსპორტზე დაყენებული GPS მოწყობილობა სიგნალს იღებს GPS სატელიტების მეშვეობით, რომელითაც მოწყობილობა იკვლევს თავის კოორდინატს. კოორდინატებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას აგზავნის სერვერზე, სადაც გამართულად მუშაობს Wialon-ის სისტემა. კოორდინატების სერვერამდე მიწოდება ხდება GSM კავშირით. ვიალონის სისტემა მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და ასახავს მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ინტერფეისში, სადაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება აკონტროლოს თავისი ავტოპარკი

სიახლეები