ახალი ფილიალი ფოთში

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, GeoGPS-მა გაზარდა ფილიალების ქსელი. თბილისის ზესტაფონისა და ბათუმის ფილიალებს შეემატა ახალი ფილიალი ფოთში. ფოთის ფილიალის დამატების საჭიროება გამოწვეულია, პირველ რიგში, დასავლეთ საქართველოში კლიენტების რაოდენობის ზრდით, კერძოდ, რამდენიმე ხნის წინ ჩვენი პარტნიორების ნუსხას შეემატა სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”, GPS მოწყობილობები დამონტაჟდა გემებზე და სხვა სტაციონალურ ობიექტებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომსახურება არის 24 საათიანი, ჩვენი მომხმარებლების სრული კომფორტისათვის.