ბათუმის დასაქმების ფორუმი

ბათუმის დასაქმების ფორუმი

  30 მაისს ქ. ბათუმში, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო შერატონში გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელშიც GeoGPS -ის  ბათუმის წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი.

  მსგავსი ფორუმების ფარგლებში პერიოდულად ხდება GeoGPS - ის მიერ სტუდენტების არჩევა სტაჟირებისთვის და შემდგომ მათი დასაქმება ვაკანტურ პოზიციებზე. კომპანია მუდმივად არის ჩართული მსგავს ღონისძიებებში.