გამოფენა ექსპო ჯორჯიაში

11-13 აპრილს კომპანია „GeoGPS”-მა მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ „ექსპო- ჯორჯიას“ ორგანიზებით დაგეგმილ მე-16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომლის მხარდამჭერი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახლდათ. ჩვენი საგამოფენო თემა ნადირობა, ტურიზმი და თანამედროვე ტექნოლოგიები იყო. პროდუქტებიდან ძირითადი ყურადღება გავამხვილეთ 2 სიახლეზე: GPS ნავიგატორები მოლაშქრეებისა და მოგზაურებისთვის, GPS ყელსაბამები ძაღლებისთვის. მონადირეთა და მეთევზთა ფედერაციის ყრილობაზე 12 აპრილს, რიგით მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ჩატარდა მონადირეთა და მეთევზეთა მე-3 ყრილობა, სადაც ისაუბრეს ნადირობის პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. „GeoGPS”-ის დამფუძნებელმა დავით მუმლაძემ ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე მონადირეთა მეურნეობებში, რაც გულისხობს GPS მოწყობილობების და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებას ნადირობაში.

GPS ყელსაბამი ძაღლებისთვის საშუალებას აძლევს მონადირეებს იცოდნენ თუ სად არის მათი ოთხფეხა მეგობარი, რაც გამორიცხავს ძაღლის დაკარგვის რისკს. აღნიშულ პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, „GeoGPS”-სა და მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციას შორის მემორანდუმის გაფორმებაზე.