დედამიწის დღე

დედამიწის დღე

 დედამიწა - ცოცხალი არსებაა 


     მას მუდმივად სჭირდება მოფრთხილება. მის ბინადართაგან არც ერთი ცოცხალი არსება ისეთ ზიანს არ აყენებს მშობლიურ პლანეტას, როგორსაც ადამიანი.

    რთულად მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც არ იცის თუ რა საფრთხე ემუქრება დედამიწას, თუკი გარემოზე არ ვიზრუნებთ. დაუდევარი მოქმედებების შედეგად, ნადგურდება უნიკალური მცენარეები, ქრება ცხოველთა ბევრი ჯიში, ბინძურდება წყალი და ჰაერი.

თუმცა რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები ?

ერთადერთი გზა, რითაც დედამიწის მოვლა შეგვიძლია, არის გარემოს დაცვა !

უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას. რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, ნაკლებად დავაზიანოთ ბუნება და მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის.

GeoGPS გილოცავთ დედამიწის დღეს ! 

ერთად მოვუფრთხილდეთ გარემოს ! 

#მართეგონივრულად