ზურა თაგვარელია საქართველოს ჩემპიონია

13 ნოემბერს რუსთავის ავტოდრომზე გამართულ “Georgian Pair Race Cup 2016”-ის საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ზურა თაგვარელიამ პირველი ადგილი დაიკავა. რბოლა ზურას აშკარა უპირატესობით წარიმართა და წყვილთა რბოლაში ჩემპიონობით დასრულდა. მადლობას ვუხდით ზურას GeoGPS-ის ღირსეულად წარმოჩენისთვის და ვუსურვებთ დიდ წარმატებას.