ზურა თაგვარელია CAUCASUS HILL CLIMB CHAMPIONSHIP-ზე

18 ივნისს ქ. სიღნაღში გაიმართა კავკასიის თასის გათამაშება აღმართის დაძლევაში. მიუხედავად ზურას მანქანის ტექნიკური პრობლემებისა, Caucasus Hill Climb Championship-ზე მან II საპრიზო ადგილი დაიკავა აბსოლუტ A1600 კლასში. ღონისძიება გაიმართა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით, საქართველოს საავტომობილო სპორტის ეგიდით. ზურა მადლობას უხდის GeoGPS-ს თანადგომისთვის.