თბილისი ტრიატლონ ჩელენჯი 2018

გიორგი მუმლაძე პირველ ადგილზე გავიდა საკუთარ ასაკობრივ ჯგუფში, თბილისი ტრიატლონ 2018-ის ფარგლებში, რომელიც ტარდება საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით. შეჯიბრი შედგა 24 ივნისს და მოიცავდა 3 სხვადასხვა სპორტს, კერძოდ : 400მ ცურვა, 20კმ ველო რბოლა და 5კმ სირბილი. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 16 ქვეყნის წარმომადგენელმა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სქესის მიხედვით. ვულოცავთ გიორგი მუმლაძეს ამ წარმატებას ! ვუსურვებთ მუდმივ სპორტულ ფორმაში ყოფნას !