თეგეტა მოტორსის გამოფენა

Tegeta

27 ივლისს, თეგეტა მოტორსის ბათუმის ახალ რეგიონალურ ცენტრში გაიმართა საქართველოში პირველი  მასშტაბური მრავალპროფილური საავტომობილო ექსპო !

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიო მასშტაბის ბრენდები როგორც საავტომობილო ინდუსტრიიდან, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით:

Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Total, JCB, Shell, Mobil და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში ჩვენი კომპანია აქტიურად იყო ჩართული, როგორც პოლიგრაფიული, ასევე ვიდეო და საპრეზენტაციო მასალით.

დღის ბოლოს გაიმართა ჯგუფი ფრანის დასკვნითი კონცერტი და გათამაშდა არაერთი პრიზი.

ვულოცავთ თეგეტა მოტორსს ღონისძიების წარმატებით დასრულებას !