ნადირობა და თანამედროვე ტექნოლოგიები

GPS ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე სამონადირეო მეურნეობაში. ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში, სანადირო მეურნეობაში უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, მონადირეს ხელისგულზე აქვს ინფორმაცია მისთვის სასურველი ნადირის ადგილმდებარეობის შესახებ. GPS ასევე კარგი საშუალებაა მონადირის პირადი უსაფრთხოებისთვისაც. მოგეხსენებათ, ის არ დადის ასფალტზე, რთულ რელიეფზე და ხიფათიან გარემოში კი ხშირად რისკის ქვეშ ხვდება.

GPS მისი უსაფრთხოდ გადაადგილების შესანიშნავი საშუალებაა. სამონადირეო მეურნეობები სხვადასხვა დანადგარით კონტროლდება. არსებობს მცირე ზომის მფრინავი აპარატები, რომლებიც 15–20 კმ–ის მანძილზე ათვალიერებენ გარემოს და მიღებულ ინფორმაციას შესაბამის სისტემას გადასცემენ. მას შეუძლია გაარჩიოს ხმები, იარაღის, ცხოველთა გარბენის და ა.შ. საგანგაშო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შვეულმფრენით ზუსტად მიხვალთ საჭირო ადგილზე. ამ ეტაპზე პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, გამოყენებულია მსოფლიოს სამოც ქვეყანაში, ემსახურება მილიონნახევარ ობიექტს და აკეთებს 33 ათას ანგარიშს. დიდ ქალაქებში, ნადირობისას ძაღლის დაკარგვის რისკი მაღალია. იმისათვის, რომ ძაღლის დაკარგვის რისკი თავიდან აირიდოთ, შეგიძლიათ საყელურზე შეაბათ შესაბამისი ტექნოლოგიური მოწყობილობა და ძაღლის გადაადგილების ტრაექტორია ზუსტად აკონტროლოთ. მეტიც, შემოუსაზღვროთ ვირტუალური წრე, რომლის დატოვების შემთხვევაში, აპარატი გაძლევთ სიგნალს და დაუყოვნებლივ ამოწმებთ, რა მიმართულებით წავიდა თქვენი ოთხფეხა მეგობარი. წინათ ძაღლების ასეთი ფორმით კონტროლი არცთუ ისე მოსახერხებელი იყო, რადგან ინფორმაციის მისაღებად, უნდა მისულიყავით უახლოეს კომპიუტერთან. უკვე შეგიძლიათ ტელეფონებიდან, ინტერნეტის საშუალებით აკონტროლოთ პროცესი