ნუგზარ თებიძე - საქართველოს ჩემპიონი კლასიკურ ბილიარდში

24 სექტემბერს საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის ეგიდით გაიმართა ჩემპიონატი კლასიკურ თავისუფალ პირამიდაში, სადაც I ადგილი GeoGPS-ის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა ნუგზარ თებიძემ დაიკავა. ჩემპიონატი კლუბ ‘’ელდორადო’’-ში ჩატარდა და მასში 32 მონაწილე ასპარეზობდა. ნუგზარი საქართველოს ჩემპიონატზე გასულ წლებშიც იღებდა მონაწილეობას და მე-2 - მე-3 ადგილებს ჯერდებოდა. უკანასკნელ თამაშზე კი იგი საქართველოში ჩემპიონი გახდა თავისუფალ ბილიარდში. GeoGPS-ი ამაყი და მოხარულია მისი გუნდის წევრების წარმატებებით სპორტულ ცხოვრებაში. კომპანია მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს ნუგზარ თებიძეს.