საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში

21-22 სექტემბერს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოდან ‘’ახალი სკოლის’’, ‘’QSI თბილისის’’, ‘’შირაკაცის ლიცეუმის’’ (სომხეთი) მოსწავლეები. საინტერესო ტურნირში GeoGPS-ის დამფუძნებელმა გიორგი მუმლაძემ თავის მეწყვილე ალექსანდრე ალექსიძესთან ერთად მოიპოვა ერთადერთი სახელობითი პრიზი - ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები და ფინალში უშეღავათო ბრძოლაში დათმეს თავისივე თანაგუნდელებთან და საპატიო ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ გიორგი მუმლაძეს პირველ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წინსვლას.