ტელემატიკა

26 ივლისი. კახეთი. სასტუმრო ამბასადორი. დილიდან სიცხესთან ერთად ჩვენი სტუმრების რაოდენობაც იმატებს. წელს, ჩვენი კომპანიის ინიციატივით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, ჩატარდა სამდღიანი კონფერენცია, “საერთაშორისო ფორუმი - თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესის მართვაში” , სადაც მოწვეულნი იყვნენ პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან (ბელორუსია, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ლიტვა, სომხეთი და სერბეთი) პირველი დღე გავატარეთ არაოფიციალურ გარემოში, სტუმრებს დასვენებისა და გართობის საშუალება ჰქონდათ. წარმატებულად აითვისეს გოლფის მოედანი და საღამოს, ქართული ღვინით გაბრუებულებმა და ჩვენი სტუმარ-მასნძლობით დამტკბრებმა მიაშურეს თავიანთ ნომრებს.

მეორე დღეს, დილიდან დაიწყო კონფერენცია, შეჯამდა წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და გავაჯღერეთ სამომავლო გეგმები. აქვე მინდა აღვნიშნო , რომ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ არამარტო უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები და პარტნიორები, არამედ საქართველოს ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლებიც, ასევე ჩვენი კლიენტები. კონფერენციის ბოლოს, ჩატარდა სასერთიფიკაციო გამოცდა. ტესტები შეიმუშავეს კომპანია „Gurtam“-ის სპეციალისტებმა. მათი ინიციატივით,ტექნიკურ დარგში დაინერგა „Wialon“-ის შემსწავლელი 2 დღიანი კურსი, სადაც ყველა პარტნიორ კომპანიას აქვს საშუალება დაატრენინგოს თავის თანამშრომლები და საშუალება იმისა, რომ ჰყავდეთ სერთიფიცირებული კადრი.

Gurtam-ი, რომელითანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, არის საერთაშორისო IT-კომპანია, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს სატელიტურ მონიტორინგს. მისი ყველაზე სახელგანთქმული პროდუქტია Wialon- ი , - მოსახერხებელი, საიმედო ,მრავალფუნქციური და ყველაზე ეფექტური მონიტორინგის სისტემა მსოფლიოში. GeoGPS-ი არის Wialon-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. მე-3 დღე. კონფერენცია. დილიდან საქმიანი ფუსფუსია დარბაზში. ამჯერად პრეზენტაციას ატარებს ჩვენი თანამშრომელი გიორგი კალაძე, რომელმაც ისაუბრა ჩვენი კომპანიის ისტორიაზე, მიღწევებსა და წარმატებებზე. წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე, რაც დღესდღეობით საშუალებას გვაძლევს ვიყოთ წამყვანი კომპანია საქართველოში. კონფერენციის დასასრულს კი ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდა გადაეცა სერთიფიკატი.

მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს 3 სერთიფიცირებული ,სპეციალისტი თანამშრომელი GPS მონიტორინგის დარგში და ამ რიცხვზე შეჩერებას არ ვაპირებთ. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ჩვენს სტუმრებს საშუალება მიეცათ ენახათ კახეთი საკონფერენციო ფანჯრებს იქით და მოვუწყვეთ ექსკურსია. უძველესმა ქალაქმა სიღნაღმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, გაოგნებული იყვნენ კახეთის ბუნებით, ალაზნის ველითა და ციხესიმაგრეებით. დაუვიწყარი ექსკურსიის შემდეგ მათ ელოდათ ვახშამი და სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები. ჩვენმა კოლეგებმა აღფრთოვანებულებმა დატოვეს საქართველო : «Мы знали, что грузины — очень гостеприимный народ. Но вечер, организованный нашими коллегами из GeoGPS, превзошёл все мыслимые и немыслимые ожидания». ზოგიერთმა მათგანმა არ ისურვა ასე მალე დაეტოვებინა საქართველო, გადაწყვიტეს მოენახულებინათ ქვეყნის სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობა. სტუმრებს შორის იყო ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვებით, რომელმაც თითქმის მთელი დარჩენილი ზაფხული აჭარის სანაპიროზე გაატარა.