ტელემატიკა შემოდგომა 2013

კომპანია „Gurtam“-ის ინიციატივით ქალაქ მინსკში 2013 წლის 19-21 ნოემბერს გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია, რომლის მთავარი თემა GPS და GLONASS სისტემა იყო. კონფერენციაში მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა კომპანია „GeoGPS“-იც. “Gurtam” ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას პარტნიორებთან, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სატრანსპორტო ტელემატიკაში პროფესიონალების გუნდის შექმნას.
სრულყოფილებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს 13 ქვეყნის სხვადასხვა კომპანიას. კომპანია “Gurtam”-ის სურვილია განავითაროს ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს არის ყოველწლიური ღია შეხვედრა, რათა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა განიხილონ ახალი ტენდენციები და პერსპექტივები ბაზარზე, იდეები, რომლებიც კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი და მსოფლიოს ტექნოლოგიურ წინსვლას შეუწყობს ხელს, პროექტები, განვითარებული მოვლენები და, რა თქმა უნდა, ახალი მოწყობილობები. გამოფენა გაიხსნა 21 ნოემბერს მინსკში სასტუმრო "ვიქტორიას" საკონფერენციო დარბაზში. მწარმოებლებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია და მომსახურების თავისებურებანი.
„Gurtam“-ის ახალმა შემოთავაზებამ „Wialon Local“-მა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია მეტი ფუნქციებითა და გამოყენების სიმარტივით. კომპანია „GeoGPS” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავს საერთაშორისო აქტივობებს, რადგან ამ გზით შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი პარტნიორების მიდგომა ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს მივაწოდოთ მისთვის სასურველი მომსახურება. კონფერენციის მიწურულს კომპანია „GeoGPS“-ის თანამშრომლებს საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მართვისთვის სიგელი გადაეცათ.