ფედერაციის თასი 2014 სპორტინგში

21-22 ივნისს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის ეგიდით გამართულ "ფედერაციის თასი 2014 სპორტინგში"-ს ერთ-ერთი სპონსორი GeoGPS-ი იყო. ტურნირი ვარკეთილის მეურნეობაში ჩატარდა. მონაწილეობას გამოცდილი მონადირეები იღებდნენ. დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ინფორმაცია ძაღლების GPS მოწყობილობების შესახებ. მოვახდინეთ დემონსტრირება, თუ როგორ კონტროლდება ონლაინ რეჟიმში GPS მოწყობილობის საშუალებით ძაღლი.