ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი GEOGPS-ის სისტემით კონტროლდება

კომპანია GeoGPS-მა, რუსთავისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო საშუალებებზეც დაამონტაჟა GPS-სისტემა. პრეზენტაცია ქუთაისში, 25 სექტემბერს გაიმართა. GeoGPS-ის წარმომადგენლები მერიის თანამშრომლებსა და დისპეტჩერებს შეხვდნენ. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. GPS-მა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ პროგრამის მახასიათებლებს.