წარმატებული თანამშრომლები, წარმატებულ მომავალი

GeoGPS ყველანაირად ზრუნავს მომხმარებელზე, როგორც ტექნიკური, ასევე ხარისხობრივი და დროის თვალსაზრისით. ამ ყველაფერს კომპანია უპირველეს ყოვლისა წარმატებული თანამშრომლების მეშვეობით ახერხებს.

კომპანიაში მრავალად არიან დასაქმებულნი, როგორც სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სწავლის პერიოდშიც და შემდგომად ამისა.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი დოიჯაშვილი, თამარ ხუხია და ზაზა კიკნაძე არიან სკოლის ოქროს მედალოსნები.

თანამშრომლის სრულყოფისათვის მხოლოდ საოფისე საქმე არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ კომპანია ხშირად უშვებს თანამშრომლებს სხვადასხვა მიზნით უცხოეთში. GeoGPS-ის პერსონალი აქტიურად იღებს მონაწილეობას ოქროს პარტნიორის GURTAM-ის ყოველწლიურ ფესტივალებში, რომლებიც ტარდება მსოფლიოს მასშტაბი.

 

#მართეგონივრულად GeoGPS-სთან ერთად.