EXPO BATUMI 2015

კომპანია GeoGPS-მა მონაწილეობა მიიღო 20 მაისს ბათუმში, ტურიზმსა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2015”-ში. გამოფენა სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა, სადაც სტენდები 80-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი. წარვადგინეთ ტურისტების გზამკვლევი GPS ნავიგატორი, პერსონალური GPS ტელეფონი, GPS ძაღლებისთვის, GPS თრექერები და სხვა პროდუქტები. გამოფენა 22 მაისამდე გაგრძელდება, დამთვალიერებლებს შეუძლიათ მოვიდნენ და გაეცნონ ჩვენს პროდუქციას.