FinTech Abu Dhabi

GeoGPS-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი - აკაკი კივილაძე, 2019 წლის 21-23 ოქტომბერს ესწრებოდა, აბუ-დაბის გლობალური ბაზრის ორგანიზებითა და Unbound-ის თანადგომით გამართულ ღონისძიებას - Fintech Abu Dhabi 2019.

Fintech Abu Dhabi - არის შესაძლებლობა, რეგიონალური და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები მდგრადი ბიზნესის განვითარებისთვის. 2019 წელს, Fintech Abu Dhabi - მა უმასპინძლა 5000-ზე მეტ დელეგატს 70-მდე ქვეყნიდან, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ახალ ფინანსურ პროდუქტებს აცნობდნენ ღონისძიებაში მონაწილე ექსპერტ კოლეგებს. ჩვენი კომპანია მომავალშიც გეგმავს Fintech Abu Dhabi -ის ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. GeoGPS-ის მიზანია, ფეხი აუწყოს ტექნოლოგიების განვითარებას და კლიენტებს მისცეს შესაძლებლობა, პირველებმა დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები თავიანთ საქმიანობებში.