GCALL - GEOGPS ის და 112 ის ერთობლივი პროექტი

GeoGPS-ი 112-ის (გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტო) სამსახურთან ერთად ახორციელებს პროექტს სახელწოდებით gCall, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებში, დანერგვის პროცესში მყოფი სერვისის eCall-ის ანალოგს. აღნიშნული სერვისის საშუალებით სატრანსპორტო საშუალებაში დაყენებული GPS ტერმინალიდან შესაძლებელი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევისას 112-ის სამსახურს მყისიერად გადაეგზავნოს ინციდენტისას დაშავებული სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, რაც თავის მხრივ მეტად ოპერატიულს გახდის სამაშველო ოპერაციის ჩატარებას. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სერვისის მაშტაბური დანერგვა გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.