GEOGPS-ის მომხმარებელთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი

2017 წლის დასაწყისისთვის ჩვენს სტრატეგიას წარმოადგენდა გაგვეზარდა ჩვენი მომხმარებლების რიცხვი 10 000-მდე. პროფესიონალიზმს, მიზნისკენ სწრაფვასა და დაუღალავ შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ მივაღწიეთ რეკორდულ მაჩვენებელს - 2018 წლის იანვრის მონაცემებით, კომპანია GeoGPS-ის GPS მომსახურებით უკვე ათეულობით ათასზე მეტი მანქანა სარგებლობს. ვამაყობთ მომსახურების იმ სტანდარტით, რასაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, რადგან ხარისხი, პროფესიონალიზმი და ლოიალური ურთიერთობები ქმნის ხანგრძლივ და მყარ თანამშრომლობას GeoGPS-თან. აღნიშნული შედეგი არ არის ჩვენი საფინალო ხაზი, კვლავ ვაგრძელებთ ზრდას, წინსვლასა და განვითარებას.

GeoGPS გაწვდით მაქსიმალურად მოქნილ და კომფორტულ სერვისს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე.