GEOGPS-ის ოჯახური გარემო ოფისში

GeoGPS-ის თანამშრომლების ურთიერთობა არასამუშაო საათებში არაფორმალურ გარემოში გრძელდება. ხშირად ვაწყობთ ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: ფეხბურთის შიდა ტურნირები, კინოჩვენება დიდ ეკრანზე, ქალაქგარე გასვლითი ტურ-ლაშქრობები და პიკნიკი, ხეების დარგვა, სხვადასხვა ფესტივალ-ღონისძიებებში მონაწილეობა, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი და ნაყოფიერი ვიზიტები, სადაც მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება თანამშრომლებს პრეზენტაციის სახით მიეწოდება.
უშუალოდ სამუშაო ოფისი ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალური კომფორტი იგრძნობოდეს თითოეული თანამშრომლისთვის. ახლახანს მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ატრიბუტები შევიძინეთ და სამუშაო საათები ჩვენთან გვიან ღამემდეც კი გრძელდება. ვგეგმავთ შიდა ჩემპიონატს. GeoGPS არის ურთიერთობა