GEOGPS-ი რუსთავში ავტობუსის გაჩერებების ტაბლოებს ამონტაჟებს

ქ. რუსთავში დღეს კოსტავას გამზირსა და თოდრიას ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე 8 ახალი ელექტრო მონიტორი დამონტაჟდა. სამონტაჟო სამუშაოები GeoGPS-ის ტექნიკურმა ჯგუფმა განახორციელა. ტენდერის ფარგლებში კომპანია GeoGPS-ი არსებული 25 გაჩერების ტაბლოების ტექნიკურ შემოწმებასა და რეაბილიტაციასაც მოახდენს.