GEOGPS-ი TBILISI MARATHON 2017-ზე

კომპანია GeoGPS-ი არ არღვევს ყოველწლიურ ტრადიციას და წელსაც, 22 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო Tbilisi Marathon 2017-ში. მარათონი ჩვენი პარტნიორი კომპანია Heidelbergcement-ის ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობს არა მარტო ქართველი, არამედ რამდენიმე ათეული ათასი უცხოელი მოხალისე. მარათონი საქველმოქმედო სახისაა და GeoGPS-ი მუდამ მოხარულია ჩაერთოს მსგავსი სახის პროექტებსა თუ ღონისძიებებში.