GEOGPS-ი TELEMATICS 2017-ზე

GeoGPS-ი 2011 წლიდან ესწრება Gurtam-ის პარტნიორთა ყოველწლიურ კონფერენციას. მინსკში, ბელარუსში 130-ზე მეტი ბიზნეს პარტნიორი, Telematics-ის ტექნიკური მოწყობილობების მწარმოებლებისა და კავშირის პროვაიდერები იყრიან თავს Gurtam-ის სათავო ოფისში. პარტნიორთა ტრადიციული კონფერენცია წელს 9-11 აგვისტოს გაიმართა. კომპანიის სპეციალისტებმა წარადგინეს წლიური ანგარიშები, პრეზენტაციები ახალი გადაწყვეტილებების შესახებ Wialon-ის ბაზებზე სამუშაოდ, ჩატარდა ტრენინგები და გაიმართა დისკუსია ტელემატიკის შესახებ აქტუალურ თემებზე. GeoGPS-ის ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ვაკო ჯანჯღავა და პროდუქციის მენეჯერი გიორგი კალაძე მინსკში მიღებულ სიახლეებს GeoGPS-ის თანამშრომლებს გაუზიარებენ და შეეცდებიან ასახონ სამუშაო პროცესისა და ხარისხის დახვეწაზე.

იხილეთ ფოტო-გალერეა ლინკზე: https://www.facebook.com/pg/Gurtam/photos/?tab=album&album_id=1662739677092173