GEOGPS ახალ ოფისში

GeoGPS გადავიდა ახალ ოფისში, ტაბიძის N86-ში. ოფისი აღჭურვილია თანამედროვე დაშვების სისტემით, გამოირჩევა დახვეწილი ფერის ინტერიერითა და არასტანდარტული დიზაინით. არქიტექტურაში გათვალისწინებულია კანდიდატი თანამშრომლების კომფორტულად მიღება, საპრეზენტაციო/ საკონფერენციო სივრცე, რომელიც წარმატებით გამოიყენება სასწავლო ცენტრისთვის. ოფისშივე არის უმაღლეს დონეზე დაცული ლოკალური სერვერი, სადაც ინახება მთელი შიდა სააღრიცხვო ინფორმაცია. სერვერი სტანდარტული დაცვის მექანიზმებთან ერთად დაცულია პროგრამისტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული სპეციალური დამატებითი ალგორითმის მეშვეობით