GEOGPS პოლონეთის ველოსპორტის ღია ჩემპიონატზე

2-4 ივნისს ქალაქ ლოძში გაიმართა ვეტერან ველომრბოლელთა ღია ჩემპიონატი, რომელშიც ვიცეპოლკოვნიკი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების, ველოსპორტის 51 წლის ვეტერანი გიორგი მუმლაძე GeoGPS-ის სახელითა და მხარდაჭერით წარსდგა. ინდივიდუალურ რბოლაში ერთ კმ-იან მანძილზე ქართველმა მონაწილემ მე-3 საპატიო ადგილი დაიკავა. გიორგი ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქტომბრის თვეში გაიმართება. GeoGPS ულოცავს, მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს გიორგი მუმლაძეს.