GURTAM – ის კონფერენცია

Gurtam

  როგორც უკვე იცით, Wialon- ი - პროგრამა რომლითაც ჩვენი კომპანია საერგებლობს წლების განმავლობაში, არის პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო შემქმნელის GURTAM -ის პროდუქტი. GURTAM -ი ყოველწლიურად მართავს კონფერენციას სადაც იწვევს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა შეაჯამოს წლიური მონაცემები და ქვეყნებს შორის გაცვალოს საინტერესო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

  წელს ღონისძიება გაიმართა 30 ივნისს - 1 აგვისტოს. კონფერენციას ესწრებოდა ექვსასი მოწვეული ექსპერტი, რომლებმაც განიხილეს: ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია, ტრანსპორტი, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა მრავალი თემა რომელიც ორიენტირებულია Wialon პლატფორმის გარშემო.

  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა ბელორუსიაში იმისათვის რომ გაეზიარებინა პრაქტიკა და ღირებული გამოცდილება. კონფერენციაზე ასევე დასახელდა კომპანიები, რომლებსაც მიენიჭათ 2019 წლის Wialon TOP 50 Global სერთიფიკატები.

  ეს არის ტრადიციული ყოველწლიური შეფასება, რომლის  მთავარი კრიტერიუმია ბოლო 12 თვის განმავლობაში დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა Wialon-ის სისტემაში.

  2019 წლის რეიტინგის სიაში მოხვდა 26 სხვადასხვა ქვეყნის 50 კომპანია. ამ სიაში GeoGPS -ს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია ნომინაციაში - ბაზრის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე კომპანია.

ჩვენი კომპანია მოხარულია რომ ყოველწლიურად მონაწილეობს ამ მაშტაბურ ღონისძიებაში და მადლობას უხდის GURTAM - ის გუნდს საპატიო პრიზისთვის.