ISO Consulting

  GeoGPS-ის ადმინისტრაციულმა დირექტორმა - ნანი ცხადაძემ წარმატებით გაიარა ISO- სერთიფიცირებული ტრენინგი და გახდა აუდიტორი. ტრენინგი ჩატარდა თემაზე: «ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, საბაზისო მოთხოვნები, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი»

  ISO Consulting  წარმოადგენს პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონსულტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად და კომპანიებს უწევს შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზაციის სისტემას და რისკებს, რათა დაცული იყოს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

  ISO სტანდარტების მიხედვით კომპანიის სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების სწორად ჩამოყალიბება დაგვეხმარება, დავადგინოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებისა და განვითარების შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული ბიზნესი.