TBILISIMARATHON 2014

25 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე „თბილისის მარათონი 2014” გაიმართა, სადაც მონაწილეობას „United Group”-ის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიება საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ გაორმაგებული რაოდენობით გადასცემს ბედიანის უსახლკარო ბავშვთა სახლს.