TRACKINGM - აპლიკაცია ტელეფონებისათვის

GeoGPS-ის პროდუქტის მომხმარებლებს გაცილებით მარტივად, ახალი აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ საკუთარი მობილური ტელეფონებიდან მართონ ავტოპარკი. აპლიკაცია ჩვენმა რუსულმა პარტნიორმა კომპანიამ შექმნა.
ძალიან მარტივად შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია სახელწოდებით „TrackingM“, რომელსაც აქვს ყველა ფუნქცია, რაც ვებ-გვერდს: შეგიძლიათ გამოიყვანოთ ანგარიშები, გააკონტროლოთ საწვავის რაოდენობა, შექმნათ გეოზონები და ა.შ.