WIALON LOCAL-ი აგრიჯორჯიაში

შპს “აგრიჯორჯიაში“ მიმდინარეობს ვიალონის ახალი გაუმჯობესებული ვერსიის Wialon Local-ის ტესტურ რეჟიმში გამოცდა. Wialon Local-ი წარმოადგენს Wialon-ის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ: ერთეულის მდებარეობის გამოვლენა და მოძრაობის თვალყურის დევნება ერთეულის სხვადასხვა პარამეტრების დინამიკის ცვლილებებზე დაკვირვება, როგორიცაა სიჩქარე, საწვავის დონე, ტემპერატურა და ა.შ. ერთეულისა და ერთეულის მძღოლების კონტროლი ერთეულისგან მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირება სხვადასხვა სახის ანგარიშების სახით(ცხრილები, სქემები) „აგრიჯორჯიას“ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისაბმელის იდენტიფიკატორის მონტაჟი. მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი მისაბმელი რამდენ ხანს მუშაობს ტრაქტორზე (გუთანი, კულტივატორი, ფარცხი, ფრეზი, სათიბელა, კომბაინი და ა.შ). ტრაქტორზე და თითოეულ მისაბმელზე დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა (RFID), რომელიც აღრიცხავს თითოეული მისაბმელის მისაბმელის ხანგრძლიობას. RFID-ის საშუალებით შესაძლებელია მძღოლების იდენტიფიცირება და სამუშაო საათების ზუსტი კონტროლი.