GEO ENG

ჩვენ

კომპანია GeoGPS მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, მრავალფუნქციურ GPS (Global Positioning System) სისტემას.

GPS სისტემა არის გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემა, რომელიც აკონტროლებს სატრანსპორტო, მობილური და სტაციონალური მოწყობილობების პარამეტრებს:

  • ლოკაციას
  • ძრავის მუშაობას
  • გარბენს
  • სიჩქარეს
  • მოძრაობის კულტურას
  • საწვავის მოცულობას ავზში, ჩასხმას, ამოსხმას, ხარჯსა და ნაშთს

კომპანია GeoGPS  2000 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ემსახურება სადისტრიბუციო, ლოჯისტიკურ, სასოფლო - სამეურნეო, საბანკო, სამშენებლო, ფიჭური კავშირგაბმულობის, საფოსტო, წყალმომარაგების, ენერგეტიკულ, სალიზინგო, სამაუწყებლო, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიებს და სხვა.

2011 წელს ჩვენი კომპანია გახდა GPS მონიტორინგის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფის, Gurtam-ის ოქროს პარტნიორი (Wialon Local-ის გავრცელების უფლება საქართველოში)  და GPS მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის Baltic Car Equipment-ის  წარმომადგენელი საქართველოში. ამ პროგრამით სარგებლობს მსოფლიოს 130 ქვეყანა და 1,7 მილიონზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა ჩართული. აქედან კომპანია GeoGPS 35-ე ადგილზეა ზრდის ტემპით და 1-ელ ადგილზე სხვადასხვა პარამეტრის  გათვალისწინებით:

  • მოსახლეობის რაოდენობა
  • გზების სიგრძე
  • მანქანების რაოდენობა
  • მშპ

GeoGPS  წარმატებით ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენებსა და კონფერენციებში. GeoGPS-ის გუნდი მუდმივად ეცნობა თანამედროვე ტენდენციებსა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიღწევებს, რათა დანერგოს ახალი პროდუქტები საქართველოში. დანერგილ თანამედროვე პროდუქტებს შორის არის სატრანსპორტო საშუალებების დისპეტჩერიზაციის მოდული, რომელიც შექმნილია კომპანია GeoGPS-ის პროგრამისტის მიერ,  განკუთვნილია საშუალო და დიდი ავტოპარკის მფლობელი კომპანიებისთვის. 7

კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისისა   და რეგიონულ ოფისებში24/7.

ტრანსპორტის მონტორინგი

საწვავის კონტროლი

დისპეტჩერიზაცია

პროგრამისტები

სატრანსპორტო განყოფილება

მენეჯმენტი

გაყიდვების დეპარტამენტი

მარკეტინგი

HR

ტექნიკური ჯგუფი

ბუღალტერია და ბილინგი

ლოჯისტიკა

პროდუქტების განყოფილება