სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებით, შპს I GPS ოპერატორი 2017 წლის 31 ივლისიდან თეთრ სიაში იქნა რეგისტრირებული. თეთრი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი: 1. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს გამარტივებული პროცედურებით 2. თავისუფლდება საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან 3. სარგებლობს უზრუნველყოფის გარანტიის თანხებთან დაკავშირებული ოდენობებისა და პროცედურების გამარტივებული ფორმებით 4. ზემოთ აღნიშნული უფლებებით სარგებლობს ნებისმიერი საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში