22-28 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ესენში დაცვისა და სამეთვალყურეო სისტემების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. “United Group”-ის (რომლის წევრიცაა GeoGPS-ი) წევრი კომპანია „United Security” გამოფენაზე პარტნიორმა კომპანიებმა - „Messoa” (ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები), “Risco”(უსაფრთხოების სისტემები), „GVD”(ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები) მიიწვიეს.
გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ინოვაციური პროდუქტების გაცნობასა და საქართველოში დანერგვას. გაიმართა საქმიანი შეხვედრები შემდეგ კომპანიებთან: “ARH”, “Baycom”, “Autoit LTD”, „Uovision”, “Rive” და ა.შ. “ARH“ (უნგრეთი) - აწარმოებს ინოვაციურ რადარებს -ANPR/LPR cameras.
“Baycom”(ტაივანი) - აწარმოებს ე.წ. ჭკვიანი სახლის სისტემას. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია სიგნალიზაციის დისტანციური ჩართვა/გამორთვის, ელექტროენერგიის გაკონტროლება. “Autoit LTD”(კორეა) - აწარმოებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების სისტემებს(mobile security solutions), რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლის როგორც კამერებით, ასევე GPS სისტემით, ასევე შესაძლებელია ტრანსპორტში მგზავრთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. „Uovision”(ჩინეთი) - აწარმოებს უსაფრთხოების კამერებს ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიებისთვის. კამერებს აქვთ online რეჟიმში ჩვენების ფუნქცია, ასევე აღიქვემს იარაღის ხმას და ავტომატურად ირთვება განგაშის სიგნალი. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „United Security” მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.