ციფრული ტექნოლოგიების კომპანია GEOGPS-ი 2002 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ემსახურება სადისტრიბუციო, ლოჯისტიკურ, სასოფლო-სამეურნეო, საბანკო, სამშენებლო, ფიჭური კავშირგაბმულობის, საფოსტო, წყალმომარაგების, ენერგეტიკული, სალიზინგო, სამშენებლო, შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე კომპანიებს.
2011 წლიდან GEOGPS-ი GPS მონიტორინგის მსოფლიო ლიდერი ჯგუფის Gurtam-ის ექსკლუზიური ინტეგრატორია საქართველოში.Gurtam-ი არის 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტთა გუნდი GPS მონიტორინგის სფეროში, რომელიც თანამშრომლობს 130 ზე მეტ ქვეყანათან მსოფლიოს მასშტაბით.
Wialon-ი არის GURTAM-ის პროდუქტი, ციფრული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების GPS მონიტორინგი. მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის გამოყენებით, შეუძლიათ ავტომობილის ადგილმდებარეობისა და ძრავის მდგომარეობის განსაზღვრა. ავტოპარკის მონიტორინგი შესაძლებელია 24/7 მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აპლიკაცია თავსებადია IOS და ANDROID-ის ოპერაციულ სისტემებთან.
GPS მონიტორინგით მიიღწევა ავტოპარკთან დაკავშირებული დანახარჯების და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რათა გავზარდოთ ეფექტურობა. ჩვენ გთავაზობთ ხარისხს, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მზად ვართ გაგიზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.
ტექნიკური განყოფილება
იურიდიული განყოფილება
მენეჯმენტი
გაყიდვების დეპარტამენტი
მარკეტინგი
HR
საფინანსო განყოფილება
ლოგისტიკა
ადმინისტრაცია
IT განყოფილება