GEO ENG

სერვისები

სტატისტიკა

1251

კორპორატიული კლიენტი

13687

ობიექტი

50

თანამშრომელი

ჩ ვ ე ნ

კომპანია GeoGPS მომხმარებლებს სთავაზობს GPS ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ თანამედროვე მართვის სისტემას.

GPS არის გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემა, რომელიც აკონტროლებს სატრანსპორტო, მობილური და სტაციონალური მოწყობილობების ადგილმდებარეობას, ძრავის მუშაობას, გარბენს, სიჩქარეს, მოძრაობის კულტურას, საწვავის მოცულობას ავზში - ჩასხმას, ამოსხმას, ხარჯსა და ნაშთს.

კომპანია GeoGPS 2000 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ემსახურება სადისტრიბუციო, ლოჯისტიკურ, სასოფლო - სამეურნეო, საბანკო, სამშენებლო, ფიჭური კავშირგაბმულობის, საფოსტო, წყალმომარაგების, ენერგეტიკულ, სალიზინგო, სამაუწყებლო და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე კომპანიებს.

ჩვენი მიზანია, ავტოპარკთან დაკავშირებული დანახარჯებისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რათა გავზარდოთ ეფექტურობა.

2011 წელს GeoGPS გახდა GPS მონიტორინგის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფის, Gurtam-ის ოქროს პარტნიორი და GPS მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის, Baltic Car Equipment-ის, ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Gurtam მსოფლიოში წამყვანი პროვაიდერია და 130 ქვეყანაში 1,7 მილიონამდე ავტომანქანის მონოტორინგს უზრუნველყოფს.  

GeoGPS  წარმატებით ახორციელებს პროექტებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მუდმივად ეცნობა თანამედროვე ტენდენციებსა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტექნოლოგიურ მიღწევებს, რათა დანერგოს ახალი პროდუქტები მის საქმიანობაში. GeoGPS-ის პროგრამისტების მიერაა შექმნილი სატრანსპორტო საშუალებების დისპეტჩერიზაციის მოდული, რომელიც განკუთვნილია საშუალო და დიდი ავტოპარკების მფლობელი კომპანიებისთვის და ეხმარება მათ ანალიტიკურად დამუშავებული ინფორმაციის სწრაფად მიღებაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემის მეშვეობით, ავტოპართან დაკავშირებული თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციის/სტატისტიკის ადვილად ხელმისაწვდომობას. ჩვენ გთავაზობთ ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და მზად ვართ, გაგიზიაროთ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება.

გესაჭიროებათ თანამშრომლების ადგილმდებარეობის კონტროლი და მათი ჩატარებული სამუშაოს სტატუსის მონიტორინგი? ჩვენ გთავაზობთ მობილური აპლიკაციის გამოყენებით თანამშრომლების მართვას, მათთვის დავალებების გაგზავნას და სამუშაოს შესრულების დროისა და ხარისხის კონტროლს ონლაინ რეჟიმში. 

 

სრულად ნახვა >

როგორ მუშაობს სერვისი

ტრანსპორტზე დაყენებული GPS მოწყობილობა სიგნალს იღებს GPS სატელიტების მეშვეობით, რომელითაც მოწყობილობა იკვლევს თავის კოორდინატს. კოორდინატებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას აგზავნის სერვერზე, სადაც გამართულად მუშაობს Wialon-ის სისტემა. კოორდინატების სერვერამდე მიწოდება ხდება GSM კავშირით. ვიალონის სისტემა მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და ასახავს მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ინტერფეისში, სადაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება აკონტროლოს თავისი ავტოპარკი

სიახლეები