ჩვენ სოციალურ ქსელებში

სიახლე

13 March 2020

TBILISIMARATHON 2016

GeoGPS-ის გუნდმა ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო Tbilisimarathon 2016-ში. ფინიშის ხაზი კომპანიის 4-მა თანამშრომელმა გადაკვეთა და სამახსოვრო მედლებიც დაიმსახურეს. საუკეთესო შედეგი კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აჩვენა, მან კატეგორიაში მე-7 ადგილი დაიკავა. 2016 წლის „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული რაოდენობით საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოახმარს. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ. კომპანია GeoGPS-ი ყოველთვის მზადაა მიიღოს მონაწილეობა მსგავს საქველმოქმედო პროექტებში.

სიახლეების გამოწერა
;